00:24 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:26:39, 517 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს,  იოჰანეს ჰანს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა DCFTA-ს ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტის  მნიშვნელობა, რომელიც 26 მაისიდან ამოქმედდება. 

ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა დამატებით შეუწყოს ხელი საქართველოში ეფექტიანი მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას.

სექტორულ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით ხაზი გაესვა სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის  თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში  უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებადა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics