|
2016-05-22 18:50:19, 578 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტზე: მსგავს ინციდენტს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები
საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული და ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განაცხადა. „იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელსაც სურს მშვიდვითარებაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთოს არჩევანი. მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება", - განაცხადა მიშველაძემ. ეკა მიშველაძის განცხადებით, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრებაადეკვატური პასუხისმგებლობა. „რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტურისამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომსამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ დასამუდამოდ წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)