|
2016-05-20 15:04:58, 631 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე, საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან კავშირი არ გვაქვს
რუსეთს, ე.წ. აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ "გაზეტა.რუ" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თბილისი მომხდარს „პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის რუსული ოკუპაციის თემაზე“ იყენებს. „უწყებამ ყურადღება მიაქცია საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას, აფხაზეთის საზღვართან მდებარე რაიონში, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. როგორც ყოველთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინციდენტი „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯისებისთვის გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში. უწყება ინფორმაციით, თბილისში „მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. „ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება. შესაბამისი შეთანხმება აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით, მიიღწა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, მიმდინარე წლის მარტში. ანტირუსული გამოხტომები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელს ნამდვილად არ უწყობს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)