|
2016-05-19 11:06:20, 665 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება მოხდება, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსში მონტენეგროს მიღება ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დახმარებას გაარძელებს. "ალიანსში მონტენეგროს მიღების შეთანმების ხელმოწერა აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ გავაგრძლეებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანt ქვეყნებთან მუშაობას. მე მტკიცედ მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვიმუშავებთ საქართველოსთან რეფორმების განხრციელებისთვის, ინსტიტუტების მშენებლობისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის უნარის გასაძლიერებლად. რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღე საქარველოში ერთობლივი საწრვთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიალში. მე არაერთხელ აღვნიშნე ნატო-ს წევრებთან ერთად საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჩვენ გავაგრძლელებთ საქართველოსთან მუშაობას, კვლავ დავიცავთ საქართველოს უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გავაგძელებთ რეფორმებზე მუშაობას და დავეხმარებით საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)