|
2016-05-17 20:17:16, 590 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს არც ერთი მოქალაქე და ხელისუფლება ხელს არ მოაწერს ოკუპაციას
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში მკაფიოა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთთან მშვიდი და რაციონალური დიალოგია საჭირო. „ჩვენ ვხედავთ ქართულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ეს ქართული პოლიტიკა არის ძალიან ნათელი და კონკრეტულად ჩამოყალიბებული. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან გვჭირდება პოლიტიკა, სადაც ერთ მხარეს იქნება საქართველოს ინტერესები და მეორე მხარეს რუსეთის ინტერესები და ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ინტერესებზე. რუსეთთან დიალოგში არის ერთი ძალიან ნიშვნელოვანი წინაპირობა - რუსეთის ფედერაციამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს. ამ მოთხოვნებს რუსეთის ფედერაცია ვერსად გაექცევა. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაა რუსეთთან ავაგოთ რაციონალურად მშვიდი დიალოგი. ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატება. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთთან უფრო აქტიური სავაჭრო, კულტურული პოლიტიკის შესახებ, ამ თვალსაზრისით ვიცით, რომ რუსეთის ბაზარი მეტ-ნაკლებად გაიხსნა ჩვენთვის. არაერთი რუსი ტურისტი და ბიზნესმენი ჩამოდის და თავისუფლად მოღვაწეობს საქართველოში. ეს არის ერთი ნაწილი, რომლითაც ჩვენ შევძელით დაძაბულობის ფონის მოხსნა, მაგრამ არის მეორე ნაწილიც, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მაშინ, როდესაც 2014 წელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე რუსეთმა რატომღაც გააფორმა სამოკავშირეო ხელშეკრულება ცხინვალთან, ამან გაუგებარი გახადა რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, მაგრამ არჩევანი არის ნათელი - საქართველოს არც ერთი მოქალაქე და ხელისუფლება ხელს არ მოაწერს ოკუპაციას. ეს არის წინაპირობა. ასევე, ქართველებს არ გვაქვს პრობლემა და მტრული დამოკიდებულება რუსების მიმართ და რაღაც მომენტში ჩვენ უნდა შევძლოთ და ველაპარაკოთ არა პოლიტიკური ბლოკადებით, არამედ რაციონალურად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)