23:07 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 18:57:33, 505 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას

"თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თინათინ ხიდაშელმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა  ხიდაშელი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში შეხვდა.

სამმხრივი მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებასა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე, რომელსაც მხარს თურქეთიც უჭერს.

"თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ვისაუბრეთ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, მომავალ გეგმებზე. თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში. ვისაუბრეთ კომუნიკაციის გამარტივების ფორმებზე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცვალოთ ინფორმაცია. ამ მხრივ გვაქვს კონკრეტული წინადადებები. მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი წლის ბოლომდე საქართველოში განხორციელდება, ნაწილი - ანკარაში, ნაწილი - ბაქოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მინისტრს წლის ბოლომდე ვუმასპინძლოთ საქართველოში", - აღნიშნა  თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. შეხვედრის ბოლოს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა ქართველ კოლეგას წინასწარ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) მისი მოადგილის სტუმრობა დაადასტურა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics