23:05 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 18:54:58, 2002 ნახვა

პოლიტიკა
ირინა ფრუიძე: პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას" ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დავუკავშირე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს ახალმა წევრმა ირინა ფრუიძემ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ირინა ფრუიძის განმარტებით, მან საკუთარი პოლიტიკური კარიერა „ქართულ ოცნებას" ორი ნაწილისგან შემდგარი ერთი მიზეზის გამო დაუკავშირა.

„ეს არის საშინაო კურსი."ქართული ოცნების"  პოლიტიკური გუნდი აშენებს ჭეშმარიტ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საგარეო კურსს, ეს არის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციას",-აღნიშნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალმა სახემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევას ერთად შეძლებენ.

„ძირითადი პრინციპი ჩემი ცხოვრებისეული და სამუშაო არის დემოკრატია, გუნდურობა. ეს პრინციპები არ შეიცვლება. რაც შეეხება სფეროებს, თუ რა სფეროებში შეიძლება საკუთარი თავი დავინახო, გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არის- ევროინტეგრაცია, ახალგაზრდული პოლიტიკა, გენდერული თანასწორობა. გარკვეულწილად შემიძლია ჯანდაცვისა და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხითაც ვიმუშავო",-დასძინა ფრუიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics