|
2016-05-14 13:57:33, 631 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია
დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერა აუცილებელი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მან 4 წლის წინ დასვა და მისი მხარდაჭერა "პირადი ვალი" იყო. "აღარც ვღებულობ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამ კანონპროექტის მხარდაჭრა ჩემი ძველი ვალია, ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი აღარ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს“, - განაცხად კობა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)