|
2016-05-14 13:01:46, 601 ნახვა
პოლიტიკა
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება
ვენეციის კომისიას "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს. "რასაც ვაკეთებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, შემიძლია სრული გულწრფელობით ვთქვა, მთავარი მოტივაცია არა სასამართლოს დასუსტება, არამედ ის არის, რომ სასამართლო სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ, სასამართლოს ჰქონდა ასეთი ტვირთი. სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო. მესმის წუხილი, რომ ბოლო - მეორე და მესამე მოსმენა ფორსირებულად მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ. პრაქტიკულად კომიტეტმა გაიზიარა ყველა შემოთავაზება და შენიშვნა, დარჩა ერთადერთი საკითხი, პლენუმის კვორუმი. ვფიქრობ, აქაც საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და მის დასკვნას ძალიან დიდი ინტერესით დაველოდებით. ბუნებრივია, მის რეკომენდაციებზეც ერთად ვიმუშავებთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დღევანდელ პლენარულ სესიაზე ორგანულ კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)