|
2016-05-13 18:29:57, 766 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა ჩიტაძე: პოლიტიკური პარტიების მხრიდან პაატა ბურჭულაძის კრიტიკა კონკურენციითაა განპირობებული
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი პარტიიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კრიტიკა სხვა პარტიების მხრიდან კონკურენციითაა განპირობებული. როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს რეალური შანსი აქვს კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ პარტიას არა მარტო ბურჭულაძის ავტორიტეტის მეშვეობით, არამედ პარტიის ინტელექტუალური რესუსრსისა და სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსების წყალობით. „პირველ რიგში ეს განპირობებულია იმით, რომ დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ეს ახლად დააფუძნებული პარტია საკმაოდ ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენს. ამას განაპირობებს როგორც ბატონ პაატას მაღალი ავტორიტეტი, ასევე პარტიის ინტელექტუალური რესურსი. ყველანი აცნობიერებენ, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი ძალა. ბევრი ისეთი ადამიანია პარტიაში, რომლებსაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს, ესეც ალბათ მისი უპირატესობაა ბევრ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით. ამომრჩევლის ნახევარზე მეტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცეს ხმა. აბსოლუტურად რეალურია, რომ ამ პარტიამ - „სახელმწიფო ხალხისათვის“ ელექტორატის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვოს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ „ექსპრესნიუსს“.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)