|
2016-05-13 18:18:23, 581 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მომავალში აყვავებულ საქართველოს ვხედავ, რომლიც ნატოს და ევროკავშირის წევრობით ამაყობს
„მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში შეკრებილ ანალიტიკოსებს. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხედავს მომავალს, რომელშიც საქართველო შეძლებს რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. „ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოება, ძლიერ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. ვინმეს, ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია „ლესტერ სითი". მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ბოლო პერიოდის მიღწევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც დანგრეული იყო სამოქალაქო ომისაგან და ნადგურდებოდა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აკავშირებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, რომელმაც მიაღწია შესამჩნევ პროგრესს რეგიონში დემოკრატიის ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტის დამკვიდრების, ეკონომიკური ზრდის დინამიკით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რეგიონში თითქმის ყველა ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, საქართველომ ძალიან სტაბილური გაცვლითი კურსი შეინარჩუნა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს იყო ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)