13:49 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 12:55:35, 628 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა

აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა და სასამართლოს მიმართა, უზრუნველეყო, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორებულიყო.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა კი "ოცნების" წევრს უპასუხა, რომ გაღიზიენება მას უფრო ეტყობა. 

არჩილ გორდულაძე: გასაგებია, რომ ბატონმა სიორიძემ გუშინ ვერ დაიოკა ნერვები და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები. არავინ ეკითხება მას... საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. 

ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგელნებს, ეს არის ტყუილი. გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ასეთი ტყუილები არ იკადროს, ყველანაირ ზღვარს გადასულია.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: მეორედ მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია , გაღიზიანებას ვერ ვატყობ, შეიძლება ცოტა ემოციური გამოსვლა აქვს, ამიტომ ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო, რაც შეეხება ბრალდებებს ბატონო გიორგი, ცოტა უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო ორექტტული, ამა თუ იმ ფაქტების შეფასებისგან თავი შეიკავეთ, დანარჩენი გააგრძელეთ.

გიორგი სიორიძე: მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო შეფასებები, ეს არის საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რომელზეც ტავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ - გარდა ამისა, კრეფსები არაერთხელ გამოსულა, მათ შორის ამ კრეფსებში პოლიტიკური ოპონენტები მოხვედრილან და ეს მართლა ხდებოდა.  უბრალოდ ბატონმა გორდულაძემ გადაწყვიტა... ჯერ ერთი თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემს რწმენას და ეკლესიურობას. როგორ ბედავთ ეკლესიაზე საუბარსო, ეს რა განცხადებაა ბატონო მოსამართლევ? გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა, მე არანაირად არ ვღიზიანდები. 

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძე მიმართა, არ ესაუბრა საკითხზე, რაც სასამართლოში განსახილველ თემას არ უკავშირდება.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics