|
2026-10-30 13:18:26, 6779 ნახვა
სამართალი
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
ბელარუსიდან ჩამოსული ტურისტი ქალის განცხადებით, თბილისში, რკინიგზის სადგურზე, მამაკაცმა რუსულად საუბრის გამო სცემა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე მამაკაცის დაკავებას ადასტურებს. შემთხვევის შესახებ რუსული მედია, მათ შორის ტელეგრამ-არხი Baza და გამოცემა Lenta.ru, იუწყებოდა. Baza-ს ინფორმაციით, დაზარალებული ალექსანდრა მინსკელი ფიტნესმწვრთნელია. მისი თქმით, უცნობი მამაკაცი მას შემდეგ დაესხა თავს, რაც გაიგონა, რომ ის მეგობარს რუსულად ესაუბრებოდა. ტურისტმა პოლიციას მიმართა. Baza-ს ცნობით, განყოფილებაში გადაყვანილმა მამაკაცმა მომხდარის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. მისი მტკიცებით, ქალს გაცნობა შესთავაზა, უხეში უარი მიიღო და ამის შემდეგ დაარტყა. დაზარალებული ამ ვერსიას უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე მამაკაცი ცხელ კვალზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დააკავეს. მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)