14:45 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 13:44:51, 428 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს

მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას - დროის გაწელვის ტაქტიკას, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარემ წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო და მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ ტაქტიკას - დროის გაწელვის ტაქტიკას. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. მოისმინეთ ალბათ მათი პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი. არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა და ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის აღწერილი კონსტიტუციურ სარჩელში და, რა თქმა უნდა, რაც ფაქტია, იმაზე რთულია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics