13:12 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 12:12:35, 256 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა

„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელები ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორ ეკა გიგაურსა და პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები. ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელები ჰქონდათ დარქმეული, ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ მთავრობები ამგვარად ემართათ. თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ. ვითომ  დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ. ერეოდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, იღებდნენ კონკრეტულ დავალებებს გარედან, ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო მტრული დავალებები ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და ეს საუბარი დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ბევრს არ სჯეროდა, აგერ უკვე თვითონ აღიარებენ ამ ყველაფერს და თვითონ ყვებიან იმას, რაც ხდებოდა რეალურად: როგორი დაპირისპირება იყო, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს, ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქართველი ხალხის ინტერესებს. უბრალოდ სხვადასხვა სახელები ერქვათ: ვიღაცა ვითომ არასამთავრობოს წარმომადგენელი იყო, ვიღაცა ექსპერტობას იბრალებდა. ესეც, რა თქმა უნდა, გარედან ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ საქართველოში არ იყო, ეს იყო გარე ძალების, ე.წ. დიფსთეითის მართვის მეთოდები, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლებაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics