13:45 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 12:53:12, 268 ნახვა

სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას მხარებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ გააფორმა. 

ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით. საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთია:  ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი - პირობითი. მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკიას 6 ნოემბერს გაათავისუფლებენ.  გური ჟვანია კი პენიტენციურ დაწესებულებას16 ნოემბერს დააკავებენ. 

1. მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე

ორივეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ ორ ძირითად მუხლზე:

  • სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების/ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად.

  • სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა.

2. ირაკლი ჩხვირკია

  • სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

  • ასევე ედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

3. გური ჟვანია

  • სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი — ჯგუფურ ძალადობაში უშუალო მონაწილეობა (მასობრივ არეულობაში მონაწილეობა, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics