|
2026-10-01 10:59:03, 2474 ნახვა
ეკონომიკა
სამინისტროების დაფინანსება 2027 წელს იზრდება
2027 წელს გაზრდილია რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება. მათ შორის: მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, 811,2 მლნ ლარით გაზრდილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები და განისაზღვრა 10 479,8 მლნ ლარით. -ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 225,8 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება და 2 928,0 მლნ ლარი იქნება. დოკუმენტის თანახმად, კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრება 370,0 მლნ ლარით, სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე კი გამოყოფილია 382 მლნ ლარი. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებას 3 296,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 015,0 მლნ ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის კი გათვალისწინებულია 1 457,0 მლნ ლარი. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 145,0 მლნ ლარს. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 490,4 მლნ ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 232,8 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის კი გათვალისწინებულია 1 965,0 მლნ ლარი. მომდევნო წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 680,0 მლნ ლარის დაფინანსება, რომელშიც გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების ზრდა.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)