|
2026-08-26 16:22:49, 1299 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
თიბისის მხარდაჭერით, მაღაზიათა ქსელი “ამბარი” უბნის მოლის კონცეფციას ავითარებს და ბიზნესის გაფართოებას განაგრძობს. „ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯიამ” მაღაზიათა ქსელი One Price შეიძინა; თიბისისთან პარტნიორობით კი აქტიურად მუშაობს რებრენდინგსა და ბიზნესის განვითარებაზე. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ ჯამურად 22 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. თანხა ძირითადად ქსელის განვითარებასა და ახალი მაღაზიების გახსნას მოხმარდება. რებრენდინგის შემდეგ „ამბარი“ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით - უბნის მოლის კონცეფციით - განაგრძობს მუშაობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებები ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს გააერთიანოს და ამ გზით დაზოგოს მისი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი. ბოლო 3 თვის განმავლობაში „ამბარის“ ქსელს უკვე 25 ახალი მაღაზია დაემატა და ამ ეტაპზე ბრენდი 37 მაღაზიას აერთიანებს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 60-მდე გაიზრდება და მოიცავს როგორც თბილისის ყველა უბანს, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც - ამჟამად „ამბარს“ 380 თანამშრომელი ჰყავს, წლის ბოლომდე კი რაოდენობა 600-მდე გაიზრდება. “ამბარი რითეილ გრუპ ჯორჯია” “კოკა-კოლას ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც მოიცავს ახალი რესტორნების გახსნას, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს მშენებლობას და ა.შ. ერთობლივი პროექტებით თიბისი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)