|
2026-08-26 13:50:39, 1277 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო გამოცემამ Global Finance თიბისის ღია ბანკინგის API სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ ეს გამარჯვება 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე მოიპოვა. თიბისიმ Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო აიღო ღია ბანკინგის სერვისების მრავალფეროვნებისთვის, სიმარტივისთვის, პარტნიორების რაოდენობისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებლისთვის. „Global Finance-ის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსურ ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რომელთა საშუალებითაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით მარტივ, სწრაფ და სანდო გამოცდილებას. ღია ბანკინგის სერვისები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა ფინტექ პლატფორმებზე“ - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება წელს უკვე 27-ედ ჩატარდა. წლების განმავლობაში თიბისის ამ დაჯილდოების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, რაც ბანკის ინოვაციურობას, ციფრული სერვისების ხარისხსა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისაკენ მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს.
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)