22:07 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 11:55:15, 1247 ნახვა

რეგიონი
შუახევში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

შუახევში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილე მირიან აბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გახსნა.

“ომარ ტაკიძემ შენობა და სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა, გაესაუბრა პერსონალს, პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდა და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობაა შექმნილი. მოეწყო ასევე შენობის მიმდებარე ტერიტორია. პროექტი მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics