|
2024-09-25 14:27:20, 1052 ნახვა
რეგიონი
„ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის, “ქალთა ოთახის" მიზნობრივი პროგრამის, “ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ და იდეის გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს ხელი. “ქედაში პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 13 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, საწყისი ბიუჯეტი 15 000 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 45 000 ლარს შეადგენს. ქედაში პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 13 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის" ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პირველად ბიუჯეტი 15 000 ლარი იყო და მიმდინარე წელს რაც ჯამში 45 000 ლარს შეადგენს. პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)