08:32 - 25 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 11:08:33, 324 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი საქართველოში - Global Banking & Finance Awards-ის ზედიზედ მეორე აღიარება

გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Global Banking & Finance Awards 2024-ზე ბაზისბანკის საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ბანკის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ზრდისა და განვითარების იდეისადმი ბანკის ურყევ ერთგულებას ადასტურებს.

ბაზისბანკი ყოველწლიურად აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორის რეპუტაციას, მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს და საუკეთესო საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. 2024 წელსაც დინამიურად გაგრძელდა ბაზისბანკის განვითარება და ბიზნესის დაკრედიტების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში კვლავ მყარად იკავებს პოზიციას.

„ბაზისბანკი, ქვეყნის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბაზისბანკის მიერ ბიზნესებისთვის შეთავაზებული უწყვეტი და წარმატებული მხარდაჭერა იმ სპეციფიკური გამოწვევების ღრმა ცოდნას გამოხატავს, რომელთა წინაშეც  მცირე და საშუალო ბიზნესი დგას. ბაზისბანკმა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით 2024 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. აღნიშნული ჯილდო ბანკის ინოვაციური მიდგომის, კლიენტზე ორიენტირებული სტრატეგიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თანმიმდევრული მუშაობის დადასტურებაა“,- აცხადებს Global Banking & Finance Review-ს რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, ბაზისბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად, საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ზედიზედ მეორედ დასახელება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული 30-წლიანი ისტორიით, ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ფინანსური მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება, რომლებიც დამყარებულია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომაზე და მხარს უჭერს ბანკსა და ბიზნესს შორის გრძელვადიან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ბაზისბანკის პროფესიონალთა გუნდის თანმიმდევრული შრომისა და ბიზნესისთვის პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტების შეთავაზების მორიგი დადასტურებაა“,- ამბობს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სერიალ დიდებული საუკუნის მთავარი როლის შემსრულებელს სასამართლომ 1 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთმა ხარკოვის მახლობლად 50 000-კაციანი ძალები კონცენტრირება მოახდინა
კიევმა და მოსკოვმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შემდეგ პატიმრების გაცვლის მეორე ეტაპი განახორციელეს
მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი