22:27 - 15 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 16:25:09, 353 ნახვა

ეკონომიკა
დეკა დეველოპმენტი ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

"საქართველოს ბანკი" ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „დეკა დეველოპმენტის“ პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი „დეკა ვერონა“ ხორციელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 4.7 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #51-ში ხორციელდება. ის 7,750 კვ.მ ტერიტორიაზე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს.  პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ჯამში 98 ბინას, გამწვანებულ ზონას, ღია საპარკინგე სივრცესა და 1,000 კვ.მ გამწვანებულ ვერანდას გააერთიანებს.

მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება.

"საქართველოს ბანკი" მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენთან ჩართულობით, ამ მიმართულებით,  არაერთი პროექტი განხორციელდა. „დეკა დეველოპმენტთან“ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. კომპანია სამომავლოდ გლდანსა და ვარკეთილში სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. მოხარული ვართ, რომ   გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის  სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს,  ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“ - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი