|
2024-08-19 20:03:43, 717 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო - საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელშეკრულება ხელმოწერილია და, დადგენილი წესით, რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით არაერთ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს საგზაო, ენერგეტიკის, წყლის ინფრასტრუქტურის, ირიგაციის სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით. „საინვესტიციო პროექტებისთვის სასესხო შეთანხმებების მომზადება რეგულარულად ხდება და მოიცავს მთელ რიგ პროცედურებს როგორც დონორის მხრიდან, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დასაცავად, როგორებიცაა ხელმოწერის უფლებამოსილება, რატიფიცირება და ა.შ. საქართველოს მთავრობის მიერ მუშაობა საინვესტიციო პროექტებზე და მათ დასაფინანსებლად შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებაზე, ბუნებრივია, გრძელდება მუდმივ რეჟიმში, მათ შორის, საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ხაშურის წყლის პროექტისთვის სასესხო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) („ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება) ხელი მოეწერა 2020 წლის 31 ივლისს და მოიცავს 58 მლნ ევროს ოდენობის სესხს, საიდანაც შესრულებული სამუშაოებისთვის დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 21.4 მლნ ევრო. ამჟამად ხელმოსაწერად მომზადდა მეორე ეტაპისთვის საჭირო რესურსი, რაზეც მუშაობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) დაიწყო 2023 წლიდან (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის N2072 განკარგულების საფუძველზე) ორივე მხარის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად და ითვალისწინებს მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსებას 30 მლნ ევროს ოდენობის სესხით. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 აგვისტოს განკარგულება გულისხმობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემას საკრედიტო შეთანხმების დადების მიზნით, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემამდე და დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულება, დადგენილი წესით, გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)