2024-08-09 17:55:03, 361 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე - ბაზისბანკის მიერ მდგრადობის სტატუსის მქონე საჯარო ფასიანი ქაღალდების განთავსება პროექტების დაფინანსებას უწყობს ხელს
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ, ბაზისბანკის მიერ მდგრადობის ობლიგაციების გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადობის ობლიგაციების პირველი გამოშვება და ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა. ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, დარჩენილი ობლიგაციები კი სხვა ინვესტორებმა შეიძინეს. ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობის საჯარო ობლიგაციების გამოშვების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პირველი გამარტივებული პროსპექტი გამოიყენა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალურად ბანკებისთვის შეიქმნა. აღნიშნული გამარტივებული მექანიზმით ფასიანი ქაღალდების გამოშვება მეტად ეფექტური ხდება, კომერციულ ბანკები დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას ახდენენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ბაზისბანკის მიერ მდგრადობის საჯარო ფასიანი ქაღალდების განთავსება ბაზარზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ხელს უწყობს როგორც ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ასევე მდგრადი დაფინანსების ფარგლებში მწვანე, სოციალური პროექტების დაფინანსებასა და ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას. მისივე თქმით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მუდმივად ვითარდება, ფართოვდება და მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. "კორპორაციული ობლიგაციების ძლიერი ბაზარი ტრადიციული დაფინანსების უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა. ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, კაპიტალი უფრო ეფექტურად და პოტენციურად დაბალი ხარჯებით მოიზიდონ. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი მუდმივად ფართოვდება და მწვანე, სოციალური და მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2023 წელს ექვსმა კომპანიამ გამოუშვა მწვანე, სოციალური ან მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, რითაც 550 მლნ ლარამდე კაპიტალი მოიზიდა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდის ეს დადებითი ტენდენცია მიმდინარე და მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მოზიდული სახსრების როლი კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. ჩვენი მოლოდინით, ESG ობლიგაციები ამ სტრუქტურაში მომავალში ცენტრალურ როლს ითამაშებს",- განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ADB-ის როლზე და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების წინსვლას და ESG ობლიგაციების ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ADB-მა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გამოშვებულ მწვანე, გენდერულ და მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში ინვესტიციები განახორციელა. ავტორი: R (რეკლამა), MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - ნატოს ძალებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ
კარპენტერი - ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, მაგრამ ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ კონოტოპზე - დაშავებულია 13 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 630 200-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
მთავარი თემა
|