08:11 - 10 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 13:22:44, 394 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც როგორც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისია. ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%.

აღნიშნული ემისია, რომელიც 7 აგვისტოს განხორციელდა, ობლიგაციების პირველი ტრანშია. ბანკის მიერ ასევე იგეგმება  მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.

ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.

ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას: მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.

„ბაზისბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე საჯარო მდგრადი ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს,  რომ ბაზისბანკისა და აზიის განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულება. ბაზისბანკი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოში, შესაბამისი საბანკო გამოცდილების დანერგვისა და ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელი პროდუქტების შეთავაზების გზით. ისეთი ბიზნესების დაფინანსებით, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს თავიანთ საქმიანობაში, ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის მდგრადობის ხარისხის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ჩვენს ყველა პარტნიორს და თანამშრომელს ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“, - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

"მდგრადი ობლიგაციების გამოშვება ერთი მხრივ აუმჯობესებს გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს ქვეყანაში, ასევე ეხმარება ბიზნესებს, როგორც სახსრებზე ხელმისაწვდომობაში, ისე ამ სახსრების პასუხისმგებლიან დაბანდებაში.  მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში, რავ საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია.  აღსანიშნავია ბანკის მენეჯმენტის მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, მათი ეს ნაბიჯი ნამდვილად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ისე მწვანე და სოციალური პროექტების გაზრდასა და უფრო ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დირექტორმა, სიუზან გაბურმა.

"მივესალმებით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი და სოციალური ობლიგაციების ბაზარი კიდევ მეტად ფართოვდება და ამ მიმართულებით, ბაზისბანკის მიერ მდგრადი ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის მიმართვა იმ პროექტების ირგვლივ, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისკენ პროგრესს, რომლის კარგი მაგალითიც აღნიშნული ტრანზაქცია გახლავთ. ვულოცავთ ბაზისბანკს ბაზარზე წარმატებული ტრანზაქციის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ კაპიტალის ბაზარს, მომავალში კიდევ არაერთ გარემოსდაცვით და სოციალური თემატიკის ტრანზაქციას შევთავაზებთ", - აცხადებს "გალტ & თაგარტის" დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე.

“მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კომერციული ბანკის მიერ პირველი საჯარო, მდგრადი ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ ობლიგაციების შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსით, ბაზისბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მწვანე და სოციალურ პროექტებს დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ზრდის საკუთარ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს. ბაზისბანკის პირველი მდგრადი ობლიგაციების განთავსების მხარდაჭერა, ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის წვლილს და ინტერესს ESG მიმართულებით", - აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა - დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას
პრემიერი - ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს, რომ გლობალურ ომის პარტიას არჩევნების მოგების იმედი აღარ აქვს
მილერი - აშშ ისრაელის უფლებას, თავს დაესხას ტერორისტულ სამიზნეებს, მხარს ყოველთვის დაუჭერს
კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics