|
2024-02-27 10:24:07, 870 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველო ღვინის სამშობლო“ - პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho გაიმართა
„საქართველო ღვინის სამშობლო“ - ამ გზავნილით პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციიის სამმართველოს უფროსის, ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის, მათ შორის, ქვევრის ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, პროდუქცია წარმოდგენილია სპეციალიზებულ დეგუსტაციებზე. გამოფენის Simplesmente Vinho ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა; ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონზეც, სადაც ღვინოს თიხის ჭურჭელში აყენებენ. მონაწილეებს ქვევრის ღვინო ქართველმა მეღვინე ზურაბ თოფურიძემ წარუდგინა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. საქართველოს მეღვინეობის რვა ათასწლიან ტრადიციებზე დოკუმენტური ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. გამოფენაზე Simplesmente Vinho ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა. „ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება ჰპოვა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავად აქვს ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები“, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში, გიორგი მირცხულავამ.
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს, ბაშკორტოსტანსა და როსტოვის ოლქს შეუტიეს
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



