|
2022-03-18 19:53:32, 676 ნახვა
მსოფლიო
ეკონომიკის სამინისტრო - ტყუილია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა გადაკვეთა
„საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით - RA76429, რომელიც წარმოადგენდა „ჩვეულებრივ სამოქალაქო დანიშნულების ფრენას“. განცხადების შინაარსის მიხედვით, რეისს არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა. „„მთავარი არხის" ჟურნალისტები ავრცელებენ დეზინფორმაციას და უპასუხისმგებლო განცხადებებით, წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების იმ საწინააღმდეგო კამპანიას, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე," „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების" ნებართვა", რომ ეს „შესაძლოა, გახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს" და ა.შ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მითუმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის" ჟურნალისტები ავრცელებენ სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარი „საინფორმაციო" წყაროებიდან მოძიებული თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას. განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით - RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა - რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)