2022-03-17 13:42:59, 994 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტების დანაკარგია 14 000-მდე ჯარისკაცი, განადგურებულია 444 ტანკი, 1 435 ჯავშანტექნიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 14 000-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 444 ტანკი, 1 435 ჯავშანტექნიკა, 201 საარტილერიო სისტემა, 72 სარაკეტო სისტემა და 43 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 86 თვითმფრინავი, 108 ვერტმფრენი, 864 საავტომობილო ტექნიკა, 11 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 3 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,