21:44 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 20:05:55, 697 ნახვა

მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსიის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ლუკაშენკოს და მის მეუღლეს მიმართ დაწესდა.

შეერთებულ შტატებში მათ ქონებას დაბლოკავდნენ და აუკრძალავდნენ ამერიკელებს მათთან ტრანზაქციებში ჩართვას.

„დღევანდელი აღნიშვნები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში ან დაკავშირებულია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან. ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებზე და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორმა, ანდრეა გაკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics