21:43 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 15:31:08, 718 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბიჟნეში სამშობიარო მთლიანად გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში, სამშობიარო საავადმყოფო მთლიანად გაანადგურეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

სერგეი გაიდაის თქმით, ერთ-ერთმა პაციენტმა დაბომბვის გამო, სამშობიაროს სარდაფში იმშობიარა.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ რუბეჟანსკის მულტიდისციპლინურ საავადმყოფოს: სამშობიარო სახლი მთლიანად განადგურდა. უკანასკნელი მშობიარობა იქ 11 მარტს, 23:23 საათზე, სარდაფში ძლიერი დაბომბვის დროს მოხდა, დაიბადა ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა ვასილისკა, რომელიც დედასთან ერთად სარდაფში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“, - წერს იგი „ფეისბუკ“-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics