03:47 - 24 Oct, 2020
2020-09-11 10:54:41, 1072 ნახვა

მსოფლიო
11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად დაგეგმილი ცერემონიები შეზღუდული ფორმით გაიმართება.

ამჯერად, 19 წლიანი-ტრადიცია დაირღვევა, რადგან ნათესავები მსხვერპლთა სახელებს პირადად აღარ წაიკითხავენ. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცერემონიები 11 სექტემბრის მემორიალურ მოედანზე და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად გაიმართება.

ცნობისთვის, ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტმებერს განხორციელდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს გამიზნულად დააჯახეს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვები კი დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 სექტემრბის ტრაგედიის შემდეგ “ალ-ქაიდას” ლიდერზე ბინ ლადენზე გაძლიერებული ძებნა გამოცხადდა. ათწლიანი დევნის შედეგად, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ტერორისტის ლიკვიდაცია 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში შეძლეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics