|
2020-08-15 12:44:25, 1034 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ლუკაშენკოსთვის „ვაგნერის“ მებრძოლების რუსეთისთვის გადაცემა ტრაგიკულად დასრულდება
ბელარუსის ტერიტორიაზე დაკავებული 32 მოქალაქის, „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრების რუსეთში ექსტრადირებას უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აკრიტიკებს. ვლადიმერ ზელენსკის შეხედულებით, არაკორექტული და მიუღებელია აღნიშნულ ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში. „ჩემი შეხედულებით, ეს უცნაური, არაკორექტული და მიუღებელია ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია, ისეთი, რომელიც არ შეეფერება უკრაინისა და ბელარუსის ურთიერთობას, რომელიც დაფუძვნებულია პატივისცემის პრინციპებზე“, - წერს პრეზიდენტი „ტელეგრამზე“. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მანამდე განაცხადა, რომ ბელარუსმა მოახდინა 32 რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება, რომლებიც დაკავებულები იყვნენ მანამდე. ამასთან, კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე დარჩა ბელარუსის ტერიტორიაზე, რადგან მას რესპუბლიკის მოქალაქეობაც გააჩნია. ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი იქნება „ტრაგიკული“. „ჩვენ გვესმის, რომ „ვაგნეროვები“ მაინც დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობას - ომის გავრცელებას. ღმერთმა ქნას, რომ ბელარუსის ხელისუფლებას არ მოუწიოს საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთი დონბასის მიღება, რომლის შექმნაც „ვაგნეროვებს“ ძალიან კარგად შეუძლიათ“, - წერს ზელენსკი. მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის მხარემ უპასუხოდ დატოვა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიმართვა ხელისუფლებას, სადაც ითხოვდნენ, რომ გამოეთხოვათ დაკავებული მოქალაქეები. „იყო აქტიური მცდელობები დიპლომატიური და პირადი გზებით, რომ დაგვემტკიცებინა ჩვენი პარტიორებისთვის, რატომ იქნებოდა სწორი და კორექტული იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)