|
2020-07-28 11:05:19, 4780 ნახვა
მსოფლიო
ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატი - ჩვენს ქვეყანას არ ესაჭიროება მოკავშირე სახელმწიფო
ბელოუსს არ სჭირდება მოკავშირე სახელმწიფო, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე ვთვლი, რომ ბელორუსს არ ესაჭიროება მოკავშირე სახელმწიფო. ბელორუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელწიფო. ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა არანაირ დამატებით მოლაპარაკებებს ჩვენ არ ვსაჭიროებთ. მაშინ უკვე არ გამოჩნდება დამატებითი სურვილები სხვადასხვა სახელმწიფოების, სადღაც შემოერთებაზე. ჩვენ ისედაც ვმეგობრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრი კავშირი - მეგობრული, ნათესაური, რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა იყოს კარგი, აუცილებელია რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური კავშირები. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შედიოდეს ორივე ქვეყნის ინტერესში. დამოუკიდებლობა - ეს ჩვენი აბსოლუტური ფასეულობაა, ჩვენ მას არ ვყიდით, არ ვვაჭრობთ დამოუკიდებლობით და არც კი განვიხილავთ ამ საკითხს. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ვიქნებით ყველას მეგობრები, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვესაჭიროება კარგი ურთიერთობები. ამიტომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთი იყოს დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო“, - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)