|
2020-06-23 15:45:10, 4529 ნახვა
მსოფლიო
კოვზანაძე - თვითდასაქმებულთა კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
„შესაძლოა გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია",- ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს. შეგახსენებთ, დღეს კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველადი ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. „როგორც იცით 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4%. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. დღეს, კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)