03:35 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 13:00:03, 3773 ნახვა

მსოფლიო
დიჟონში არეულობის მომწყობ ჩეჩნებს დეპორტაცია და ხანგრძლივი ციხე ელით

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ჩეჩნების მიერ მოწყობილი არეულობის შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და რეგიონის პრეფექტის დაუყოვნებლივ გადადმომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები, აცხადებდნენ, რომ ვერც პრეფექტმა და ვერც პოლიციამ ქალაქის და მისი მოსახლეობის დაცვა ვერ შეძლო.
საფრანგეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულია 6 ეთნიკურად ჩეჩენი, რომელც ქალაქში არეულობაში და დარბევაში მონაწილეობდნენ. 4 მათგანს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. 
ცოტახნის წინ საპრენგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც დიჟონის დარბევაში მონაწილეობდა ოჯახებთან ერთად დეპორტირებული იქნება საფრანგეთიდან.
"ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარი ლეპენი ქალაქში ჩავიდა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურები უფრო გაბედულად უნდა მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რომ არეულობა ქალაქ დიჟონში 16 წლის ეთნიკურად ჩეჩენი მოზარდის ცემას მოჰყვა. ჩეჩნური დიასპორა ამტკიცებს, რომ მოზარდი არაბმა ნარკომოვაჭრეებმა სცემეს. 
ამ ფაქტის შემდეგ, მთელი ევროპიდან ჩეჩნური დიასპორა შეიკრიბა და ქალაქის არაბული კვარტალის დარბევა დაიწყეს. შედეგად ათეული ადამიანი დაზარალდა. 
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა თქვა, რომ არეულ საფრანგეთში ჩეჩნები წესრიგს ამყარებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics