04:29 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 09:52:04, 4131 ნახვა

მსოფლიო
ჯანმო - პირბადეს შეუძლია შექმნას „ბარიერი პოტენციური ინფექციური წვეთებისთვის“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეცვალა რჩევა სახის ნიღბების შესახებ. ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ნიღბები ატარონ.

გლობალურმა ორგანომ განაცხადა, რომ ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პირბადეს შეუძლია შექმნას „ბარიერი პოტენციური ინფექციური წვეთებისთვის“.

აღსანიშნავია ისიც, რომ WHO ადრე ამტკიცებდა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. ახლა იცვლება მონაცებები, რის საფუძველზეც WHO გასცემს რეკომენდაციას, რომ ნიღბები ჯანმრთელმა ადამიანებმაც ატარონ.

ჯანმოს მთავარმა ექიმმა, მარია ვან კერხოვმა, „როიტერსს“ განუცხადა, რომ  აქ საუბარია არა სამედიცინო ნიღაბზე, არამედ სტანდარტულ ნაჭრის ნიღაბზე.

ცნობისთვის, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა რეკომენდაციას უკვე უწევს ან საზოგადოებას ავალდებულებს, რომ ნიღაბი ატარონ. მათ შორისაა საქართველოც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics