08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 13:30:44, 4420 ნახვა

მსოფლიო
„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები“ - ასე უწოდა „ფორბსმა“ ტურისტებისთვი უსაფრთხო 7 ქვეყანას, მათ შორისაა საქართველოც

ამ ეტაპზე გლობალური ტურიზმის ინდუსტრია უპრეცენდენტო ვარდნის შესაჩერებლად იბრძვის, თუმცა ამავდროულად მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ტურისტების ბუმისთვის ემზადება. ძალიან ბევრ ქვეყანას, რომლებსაც ამ დრომდე მსოფლიო დონის სამოგზაურო დანიშნულება არ ჰქონიათ, გარკვეული პრიორიტეტების გამო, თავის წარმოჩენის საშუალება მიეცათ - რასაც თან ერთვის ჩამოთვლილი 7 ქვეყნის, გარემო, კულტურა, ბუნება და არქიტექტურა - ამის შესახებ, „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ სასტიაშია აღნიშნული.

პირველი ადგილი ეთიოპიას, მეორე ირანს, მესამე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ მიანმას იგივე ბირმას ეკუთვნის, მეოთხე ადგილს საქართველო, მეხუთეს ფილიპინები, მეექვსეს სლოვენია, ხოლო მეშვიდეს ტუნისი იკავებს.

ჩამონათვალში მეოთხე ადგილს, საქართველო იკავებს რომელიც ხშირ შემთხვევაში ტურისტებს ამერიკის შტატ ჯორჯიაში ერევათ, თუმცა ეს ქვეყანა კავკასიის რეგიონის, ერთ-ერთი იდილიური ტურისტული დანიშნულებაა - ამის შესახსებ, „ფორბსის“ სტატიაში ვკითხულობთ.

სტატიის ავტორი, ტურისტებს მოგზაურობის დაწყებას თბილისიდან ურჩევს.

მისი, თქმით ეს არის ქვეყნის უძველესი დედაქალაქი, რომელიც გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. 

„საქართველო ხშირ შემთხვევაში, ტურისტებს ამერიკის შტატ ჯორჯიაში ერევათ, თუმცა ეს ქვეყანა კავკასიის რეგიონის, ერთ-ერთი იდილიური ტურისტული დანიშნულებაა.

გირჩევთ მოგზაურობა საქართველოს უძველესი დედაქალაქით, თბილისით დაიწყოთ რომელიც გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისში არსებული ძველი თბილის, ეკლესიებით და რესტორნებით არის შემოსილი, რომლებიც მდინარე მტკვრის სანაპიროს მიუყვება. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული საქართველო საკმაოდ მიმზიდველია, არ დაგავიწყდეთ მისი ბუნების სილამაზეებს მონახულებაც - მოძველებული საძოვრები და დასავლური იდილიური პატარა ქალაქები, ის ადგილებია, რომლებიც აუციელბად უნდა მოინახულოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ ღვინის დაგემოვნება. საქართველო, მეღვინეობის დედამიწის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 6000 წელს აღმოცენდა“, - ნათქვამია სტატიაში. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics