|
2020-06-05 10:46:56, 18201 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით 801 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. დაგვემატა 4 და დღეს გვაქვს 805 დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 644, დაემატა 6 და ამჟამად არის 650. ეს დაახლოებით 90%-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.
ამ 4 დადასტურებული შემთხვევიდან, 2 არის საბურთალოს წყაროდან და არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ხოლო დანარჩენი 2 არის საკარანტინე სივრციდან დადასტურებული შემთხვევები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
27-28 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)