00:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 20:18:17, 16501 ნახვა

ომი უკრაინაში
კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესია

„არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილისას განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულად პროპორციული არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით,  გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში იქნა მიღებული, თუმცა, შიდა წინააღმდეგობის გამო და იმის გამო, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ მხარი არ დაუჭირა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, სისტემა ვერ ამოქმედდა. ირაკლი კობახიძემ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.

„აქედან გამომდინარე, როდესაც  ჩვენ განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, მაშინაც იყო სურვილი იმისა, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება და შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან შანსი, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას.

მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ თქვეს უარი.  საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შეგვიცვლია, თუმცა, მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ, რომ  სუბოექტურადაც, ეს მას მათემატიკურადაც აძლევს ბუნებრივია უპირატესობას პაპრლამენტში მანდატების განაწილების დროს.

ოპოზიციურ პარტიებს ასევე სუბიექტურად აქვთ ყოველთვის ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, იმიტომ, რომ  ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენდობა იზრდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის სუბიექტური ინტერესებიდან",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics