04:28 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 15:13:58, 4690 ნახვა

მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრი - დროა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სისტემა კანის ფერის გამო, კანადის მოქალაქეებსაც ებრძვის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა აშშ-ში აქციის მონაწილეების წინაღმდეგ განხორციელებულ ქმედებას, დუმილით უპასუხა.

21 წამის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ დროა კანადის მოსახლეობამ აღიაროს, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან. გამოწვევის, როდესაც კანადელი ფერადკანიანი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები ხორციელდება.

მანვე დაამატა, რომ კანადის სისტემა კანის ფერის გამო, კანადის მოქალაქეებსაც ებრძვის.

„ჩვენ ყველა შეძრწუნებულები ვუყურებთ იმას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება. დროა ხალხი ერთად დავდგეთ, მაგრამ ასევე დროა მოვისმინოთ. დროა ვისწავლოთ რა არის უსამართლობა, რომელიც პროგრესის მიუხედავად წლების, ათწლეულების განმავლობაში მაინც გრძელდება.

მაგრამ, ასევე დროა კანადის მოქალაქეებმა აღიარონ, რომ ჩვენს გამოწვევების წინაშე ვართ. გამოწვევის, როცა კანადელი ფერადკანიანები დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. კანადაში არსებობს სისტემური დისკრიმინაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სისტემა კანის ფერის გამო ებრძვის კანადის მოქალაქეებს“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

შეგახსენებ, რომ აშშ-ს 30-ზე მეტ ქალაქში, ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის, 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, აქციები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდია გამოიყვანა. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი, ხოლო აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების საშუალებით მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics