18:50 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 19:27:16, 2465 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარი - კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად

კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დემოკრატიისა მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონიმ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს პანდემიის ინსტრუმენტალიზებას, რათა 8 მარტის შეთანხმება დაარღვიოს.

„ძალიან კარგია, რომ მთავრობა კორონავირუსის კრიზისს უმკლავდება, მაგრამ ზუსტად ასეთივე დასანანია ის, რომ მთავრობა პანდემიის ინსტრუმენტალიზებას ცდილობს იმისთვის, რომ მარტის შეთანხმების დარღვევა გაამართლოს. კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა საბოლოოდ დაუმკვიდრებს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორის სახელს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“, - წერს ევროპარლამენტარი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics