23:43 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 12:12:16, 11411 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მეექვსე დღეა რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში მეექვსე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, აჭარაში განკურნებულ პირთა რაოდენობა 36-ს შეადგენს.

„უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში, რეგიონის ტერიტორიაზე ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია. რეგინში განკურნებული სულ 36 პირია, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდს გადიან შესაბამის საკარანტინე სივრცეში ან თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ე.წ. ქობულეთის კლასტერს, რეგისტრირებული პირების რაოდენობა ისევ 36 რჩება. სამივე სოფელში ყველა პირს, რომლებიც აღრიცხული იყვნენ როგორც კონტაქტირებული პირები, მოეხსნათ იზოლაციის პერიოდი და უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს ორი ინკუბაციური პერიოდი არის მილევადი, როდესაც ახალი შემთხვევები აღარ დაგვირეგისტრირებია. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას, აქ უკანასკნელად გამოვლენილი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული 16 პირი რჩება იზოლაციის რეჟიმში“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics