|
2020-04-20 13:10:13, 2234 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობის 585-ით გაზრდას გაუგებრობა უწოდეს
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში ოფიციალურად 585-ით ხოლო სახელმწიფოს თქმით ერთ დღეში მხოლოდ 348-ით გაიზარდა, ჯამში კი, გარდაცვლილთა რაოდენობა 20 453-ს შეადგენს. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა კი ერთ დღეში 5 252-ით გაიზარდა. დადასტურებულმა შემთხვევებმა სწორედ მაშინ იმატა როდესაც, რამოდენიმე დღის წინ გარდაცვლითა და ინფიცირებულთა რაოდენობაში კლების სტატისტიკა დაფიქსირდა. ესპანეთის სახელმწიფო ამ რიცხვს შეუსაბამოს უწოდებს. როდესაც მათ წინა დღის მონაცემებს შეადარეს დღევანდელი მონაცემი, მხოლოდ 348 კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა აღმოჩნდა დაფიქსირებული. ესპანეთის პრეზიდენტმა, ციფრების გაუგებრობას სამწუხარო უწოდა, რის შემდეგაც მათ შესწორებული გაიდლაინები გამოსცეს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებდნენ სამომავლოდ. მათი აზრით კორონავირუისთ გარდაცვლილთა რაოდენობას, იმ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა დაემატა რომლებიც არ იყვნენ დაინფიცირებულნი. სწორედ ამ ორი რიცხვის გასამიჯნმად მათ ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ყველა რეგიონის პოლიციელმა, ყოველი გარდაცვალების მიზეზის დაფიქსირების და ამის შესახებ, საჭირო სექტორისთვის შეტყობინების ბრძანება მიიღო. მსგავსი მეთოდი მადრიდსა და კატალონიაში გამოიყენეს, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დიდი წილი მოდის. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ კვირის მონაცემებეთ, დაინფიცირებულთა რაოდენობა, რეალურად ათასობით მეტი იყო ვიდრე ოფიციალურ საიტზე.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)