|
2020-04-17 12:46:04, 2742 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გასაუქმებლად ემზადება
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში კარანტინის ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარადგინა, რომელიც კორონავირუსის გამო ამოქმედდა. მან განაცხადა, რომ თეტრი სახლის ახალი რეკომენდაციები, გუბერნატორებს საშუალებას მისცემს ეტაპობრივად გახსნან შტატები. მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის გაუქმდეს კარანტინის რეჟიმი. პრეზიდენტის თქმით გეგმა სამი ეტაპისგან შედგება. „ჩვენი სტარტეგია საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ხანდაზმული მოსახლეობის, მოწყვლადი ჯგუფები დავიცვათ კორონავირუსისგან, მაგრამ ამასთანავე სამხედროებს და მოსახლეობის წარმოუდგენლად ნიჭიერ ნაწილს საკუთარი საქმის გაგრძელების უფლება მივცეთ, რადგან მათზე უკეთ ამას ვერავინ იზამს“, - განაცხადა ტრამპმა. მან დაამატა, რომ გეგმაში გათვალისწინებულია დაავადებასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, ტესტირებების და საავადმყოფოების მუშაობის რეჟმი, რომელიც უნდა დაიცვან კარანტინის გაუქმებამდე. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას კვლავ განაგრძობს მოსახლეობა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, დაგეგმილი ცვლილებები, შემოდგომას სავარაუდო ახალ ტალღას ითვალისწინებს, რომლის შესახებაც მეცნიერები გვაფრთილებენ. „თუკი ვირუსი შემოდგომას დაბრუნდება, როგორც სხვადსხვა მეცნიერები იუწყებიან, შემუშავებული რეკომენდაციები მოგვცემს საშუალებას მომზადებული შევხვდეთ დაავადებულთა ახალ ტალღას“, - განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის კოორდინატორის კორონავირუისის წინააღმდეგ ბრძოლაში, დებორა ბრიქსის თქმით, შტატები და მუნიციპალიტეტესბი კარანტინის მოხსნას მხოლოდ მაშინ დაიწყებენ, თუკი 14 დღის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი დაიკლებს. ამ დროისთვის ადგილობრივი საავადმყოფოები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას დაუბრუნდებიან. დაგეგმილ პროგრამას, ჯანდაცვის სფეროს მომსახურე პრესონალს მასიური ტესტირბები დაერთვება თან და ასევე ტესტირებები ანტი სხეულებზე. აშშ, ამ დროისთვის მთელს მსოფლიოში ლიდერობს დაავადებულთა რიცხვით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობებით, აშშ-ში დაავადებულთა რაოდენობა 654 ათასს შეადგენს ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 31 ათასამდე გაიზარდა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)