|
2020-04-11 21:02:20, 2367 ნახვა
მსოფლიო
დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება
ათი აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 11 ათას 917 შემთხვევაა გამოვლენილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 1786 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებულთა უმეტესობა, 7822 ინფიცირების შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა. მოსკოვს მოსდევს მოსკოვის რეგიონი, კომის რესპუბლიკა, სანკტ-პეტერბურგი და ლენინგრადი. რუსეთში 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვის მერმა, სერგეი საბიანინმა, მოსკოვის დაავადების პიკთან მიახლოება შეაფასა. „მე თქვენ დაზუსტებით გეუბნებით, რომ არანაირი პიკი ჯერ არ დამდგარა. ჩვენ ამ პიკის დასაწყისთან ვიმყოფებით, შუაშიც არა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა. რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, რუსეთის რეგიონებში მილიონზე მეტი ტესტია შეგროვებული კორონავირუსის გამოსავლენად. დღიურად ჩატარებული ტესტების რიცხვი ასი ათასს მიუახლოვდა. ამ მონაცემებით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)