10:20 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 03:05:23, 610 ნახვა

მაგნუმის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით „რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია ხორცილდება

ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

მოგზაურობის შედეგად, კაპამ და სტეინბეკმა ფასდაუდებელი და უჩვეულო მასალა შექმნეს მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის" ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა მოგზაურობის ამსახველი პუბლიკაციები "ნიუ იორკ ჰერალდ ტრიბუნში" და "ლედის ჰომ ჯურნალში". გამოიცა სტეინბეკის  წიგნი „რუსული დღიური", რომელსაც თან ახლდა რიბერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში სააგენტომ  Magnum Photos  გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც 70 წლის შემდეგ გაივლიან კაპასა და სტეინბეკის მარშრუტს და აღწერენ ადამიანების დღევანელ ყოფას იმავე სივრცეში.

კაპას როლს შეასრულებს Magnum Photos დღევანდელი პრეზიდენტი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნე, თომას დვორჟაკი, რომელიც გადაიღებს ფოტოებს, ხოლო სტეინბეკის როლს -  ცნობილი  ბრიტანელი ჟურნალისტი, „დეილი ტელეგრაფის" მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველი, ჯულიუს შტრაუსი, რომელიც გააკეთებს ჩანაწერებს საქართველოს შესახებ.

პროექტის  "რუსული დღიურის კვალდაკვალ"  ფარგლებში გადაღებული ფოტოების პირველ გამოფენას უმასპინძლებს თიბისი ბანკი 18 სექტემბერს, 19:00 საათზე. გამოფენა შედგება  Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში. 

გაიმართება ორი გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია, კერძოდ, თიბისი გალერეა უმასპინძლებს დვორჟაკის ფოტოების გამოფენას და ალბომის პრეზენტაციას, ხოლო თიბისი არტ გალერეა რობერტ კაპას მიერ 70 წლის წინ საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც წლების განმავლობაში თიბისი ბანკში ინახება.

ალბომში შევა დვორჟაკის მიერ გადაღებული ფოტოები, შტრაუსის ჩანაწერებთან ერთად, ასევე მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის ფოტოებიდან და ჩანაწერებიდან.  ალბომი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცემა.

პროექტის წარმდგენია Magnum Photos  და თიბისი ბანკი.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics