00:55 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართული საზოგადოების ისტორიული მიზანია

პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მეუფე პეტრე მამალაძის განაჩენზე: მოსამართლემ თვითმკვლელობა ჩაიდინა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე მეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენს არ ეთანხმება. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანი „EBRD"-ის პრეზიდენტს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა  ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები.

გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის ეფექტური ლიკვიდირების მიზნით შტაბს ახალი დავალებები მისცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თელავში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრს შტაბის წევრებმა ქვეყნის რეგიონებში ჩატარებული ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კანადამ ჩეჩნეთიდან ლგბტ თემის 35 წარმომადგენელი მიიღო

კანადის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Rainbow Railroad"-მა  ჩეჩნეთიდან ლგბტ-თემის 35 წარმომადგენლის ევაკუაცია მოახდინა, - ამის შესახებ CBC News იუწყება.

 

ლარი დოლართან მიმართებაში 4 თეთრით, ევროსთან კი, თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.  

ჩაკრაბარტი: შარშან რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ, წელს ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობა მტკიცეა, - ამის შესახებ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა.

ქუმსიშვილი: EBRD-ს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია და გამოირჩევა ინოვაციებით ჩვენს ქვეყანაში. ბანკმა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 

ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

კოალიციამ ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესზე ევროპის საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ევროპის საბჭოს მიმართა და 29 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ხარვეზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 15 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.

„არ ვარ კომპეტენტური“-მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის შეფასებისგან თავს იკავებს

მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყო ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია, ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით, აღნიშნული მიმართულებით არსებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და მათი გაყიდვების ხელშეწყობა. 

ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics