01:59 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 07:56:04, 631 ნახვა

ჩაკრაბარტი: შარშან რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ, წელს ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობა მტკიცეა, - ამის შესახებ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბანკი საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

"შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და მან 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება", - განაცხადა ჩაკრაბორტიმ. 

EBRD-ის პრეზიდენტმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აქცენტები გაკეთდა ენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკის პროექტებზე, აგრეთვე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე თბილისსა და ბათუმში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალური სერვისების განვითარებას. 

სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის განვითარება. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) ხელს შეუწყობს  საქართველოს კერძო სექტორის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics