|
2017-09-05 07:18:42, 2606 ნახვა
სამართალი
„არ ვარ კომპეტენტური“-მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის შეფასებისგან თავს იკავებს
მამა კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც გოგოტიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისი იურიდიული კომპეტენცია არ აქვს, რომ გადაწყვეტილება შეაფასოს: „მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან არც მოსამართლე გახლავართ და არც გამომძიებელი. ვერანაირ შეფასებას ამ საკითხს ვერ მივცემ. არ ვარ კომპეტენტური ამაში, არც იურიდიული საკითხების და არც სხვა რამის“,-აღნიშნა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო სსკ-ის 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო. დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ მას ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდება მოუხსნა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მოსამართლემ მამალაძე ასევე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში, თუმცა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასჯელის ათვლა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან დაიწყება. განაჩენის გამოცხადებას თავად გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა. მოსამართლის თქმით, მან უარი განაცხადა პროცესზე მისვლაზე და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)